Loading data...
პოლონური მედია: გამოკითხულთა უმრავლესობა დონალდ ტუსკის მუშაობით უკმაყოფილოა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მოსახლეობის უმრავლესობაში პოპულარობით ვერ სარგებლობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია United Surveys by IBRiS-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს.

გამოკითხულთა 54,3% პრემიერის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, ხოლო 37,4% მის მიმართ დადებითადაა განწყობილი. 

გამოკითხვა 2026 წლის 4-6 სექტემბრის პერიოდში Wirtualna Polska-ს დაკვეთით, United Surveys by IBRiS-ის მიერ ჩატარდა. გამოკითხვაში გამოყენებული იყო შერეული მეთოდი (CAWI/CATI) და მასში მონაწილეობდა პოლონეთის 1000 სრულწლოვანი მოქალაქე.