1790153819
უცხოეთი
პოლონეთში სამხედრო ბაზას ტრამპის პატივსაცემად Fort Trump-ს დაარქმევენ - ნავროცკი
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთში აშშ-ის ახალი სამხედრო ბაზა აშენდება, რომლის სახელი Fort Trump იქნება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება.
პოლონეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სამხედრო ობიექტის გახსნა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე, ანუ 2029 წლამდე მოხერხდება.
მან იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპი Fort Trump-ის გახსნას პირადად დაესწრება.