Loading data...
პოლონეთში ორი უკრაინელი მოზარდი დააკავეს, რომლებმაც ძეგლებს უკრაინის ამბოხებულთა არმიის დროშები დაახატეს

პოლონეთში 17 წლის ორი უკრაინელი დააკავეს, რომლებმაც ვოლინის ტრაგედიის ძეგლზე „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ დროშები დაახატეს. ინფორმაციას Nexta Live ავრცელებს.

როგორც პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტო იუწყება, ერთ-ერთმა დაკავებულმა ვოლინის ტრაგედიის ძეგლს უკრაინის ამბოხებულთა არმიის დროშა დაახატა და მიაწერა „დიდება UAI-ს“.

პოლონეთის პროკურატურა ამ საქმეს იძიებს.

რამდენიმე დღის წინ ვარშავაში ჩატარებულ კონცერტზე უკრაინელებმა ასევე „უკრაინის ამბოხებულთა არმიის“ დროშები აღმართეს. მათსა და პოლონელ სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლონეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 50-ზე მეტი უკრაინელის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო.