Loading data...
პოლონეთში ორი ბელგიელი ტურისტი დააჯარიმეს, რომლებიც ნებართვის გარეშე რუსეთის საზღვრის სანახავად მივიდნენ

პოლონეთში სასაზღვრო პოლიციამ ორი ბელგიელი ტურისტი დააკავა, რომლებიც აკრძალულ სასაზღვრო ზონაში შევიდნენ და ამკრძალავ ნიშნებს ყურადღება არ მიაქციეს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

40 წლის კაცმა და 36 წლის ქალმა პოლონელ მესაზღვრეებს აუხსნეს, რომ საკუთარი თვალით ევროკავშირის და რუსეთის საზღვრის ნახვა უნდოდათ. ცნობისმოყვარე ბელგიელებს თითოს 500 ზლოტის (129 აშშ დოლარის) ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწიათ.

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, წლის დასაწყისიდან ამ რაიონში 53 მსგავსი ფაქტო დაფიქსირდა.