Loading data...
პოლონეთში ძლიერმა წყალდიდობამ კაშხალი დააზიანა, რის შედეგადაც ქალაქი სტრონე-შლესკი დაიტბორა

პოლონეთში ძლიერმა წყალდიდობამ კაშხალი დააზიანა, რის შედეგადაც ქალაქი სტრონე-შლესკი დაიტბორა.

როგორც ტელეკომპანია TVP Info იუწყება, სტიქიის ზონიდან მოქალაქეები ვერტმფრენებით გამოჰყავთ. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში Mi-17 ვერტმფრენებია ჩართული. 

„ქვედა სილეზიის სავოევოდოს ქალაქში კატასტროფული ვითარებაა. წყალი ყველაფერს ანადგურებს. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ანგრევს სახლს წყლის ძლიერი დინება და თან მიაქვს“, - წერს მედიასაშუალება. 

ამასთან, RMF FM იუწყება, რომ Black Hawk ვერტმფრენები ადამიანების დასახმარებლად ვროცლავიდანაც გაგზავნეს. 

მანამდე კი, ცნობილი გახდა, რომ სტიქიის შედეგად პოლონეთში 2 ადამიანი დაიღუპა.