Loading data...
პოლონეთში დივერსიულ ქმედებებთან დაკავშირებით დაკავებულ ორ უკრაინელს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს - მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ

პოლონეთში პროკურატურამ უკრაინის ორ მოქალაქეს, ალექსანდრე კ.-ს და ევგენი ი.-ს, რომლებიც ამჟამად ბელარუსში იმყოფებიან, ოფიციალური ბრალდება წაუყენა რუსეთის ფედერაციის მიერ დაკვეთილი დივერსიული და ტერორისტული აქტების ჩადენისთვის, - ამის შესახებ პროკურორმა პრჟემისლავ ნოვაკმა განაცხადა.

ნოვაკმა განაცხადა, რომ უკრაინელები ჯერ არ დაუკავებიათ. 

„ორშაბათს დავიწყეთ გამოძიება და მივიღეთ მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ დამნაშავეები არიან უკრაინის ორი მოქალაქე: ალექსანდრე კ. და ევგენი ი., რომლებიც ამჟამად ბელარუსში იმყოფებიან. პროკურატურამ გადაწყვიტა, მათ ბრალი წაუყენოს რუსეთის ფედერაციის მიერ შეკვეთილი დივერსიისა და ტერორისტული აქტების ჩადენაში“, - აცხადებს პოლონელი პროკურორი. 

ამავე ცნობით, ბრალდებულებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით სხვა პირებიც არიან დაკავებული, თუმცა ბრალი არ წაუყენებიათ.