Loading data...
პოლონეთში, ამერიკელი ჯარისკაცებით სავსე ავტობუსი ავარიაში მოყვა - დაშავდა 8 სამხედრო

პოლონეთში ავტობუსი, რომლითაც ამერიკელი სამხედროები მგზავრობდნენ, ავარიაში მოყვა.

არსებული ცნობებით, 3 ავტობუსიდან ერთ-ერთი, რომელიც ვროცლავის მიმართულებით მიდიოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.

მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 8 სამხედრო დაშავდა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერმა, პოლკოვნიკმა იოანა კლეიშმიტმა განაცხადა, რომ ავტობუსში სულ 35 ადამიანი იმყოფებოდა. ესენი არიან ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც გერმანიიდან ლიეტუვაში მიემგზავრებოდნენ.