Loading data...
პოლონეთმა უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური იერიშის გამო, საჰაერო სივრცეში ავიაგამანადგურებლები განალაგა

პოლონეთმა უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშის გამო, საჰაერო სივრცეში ავიაგამანადგურებლები განალაგა, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. 

„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო, პოლონეთის საჰაერო სივრცეში გამანადგურებლები აფრინდნენ, ხოლო ხმელეთზე განლაგებული საჰაერო თავდაცვისა და რადარის სისტემები სამხედრო მზადყოფნაში მოვიდა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, რუსულმა ძალებმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანეს, რის გამოც უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა.