პოლონეთმა რუსეთის მიერ უკრაინაზე საჰაერო იერიშის გამო „ყველა საჭირო ძალის“ მობილიზება მოახდინა - მედია
რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონებზე მასობრივი თავდასხმის გამო პოლონეთმა კიდევ ერთხელ „მოიკრიბა საჭირო ძალები“. ამის შესახებ Eurointegration-ი იტყობინება.
პოლონეთის სამხედრო ძალების ცნობით, რუსეთის ქმედებების გამო, პოლონეთისა და მოკავშირეების თვითმფრინავებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში მოქმედება დაიწყეს.
„შეიარაღებული ძალების მეთაურმა მობილიზება მოახდინა მის განკარგულებაში არსებული საჭირო ძალებისა და რესურსების. გამანადგურებლები და ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, ხოლო ხმელეთზე განლაგებული საჰაერო თავდაცვისა და რადარის დაზვერვის სისტემები მაღალ მზადყოფნაშია“, - განაცხადა პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ.
მათ აღნიშნეს, რომ ეს ზომები „პრევენციული ხასიათისაა“ და მიზნად ისახავს უსაფრთხოების უზრუნველყოფას და საჰაერო სივრცის დაცვას.
ინფორმაციისთვის, 26 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა.