1763477551
უცხოეთი
პოლონეთმა რუსეთი რკინიგზაზე დივერსიაში დაადანაშაულა
უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობდნენ, პოლონეთში სარკინიგზო კატასტროფის მოწყობას აპირებდნენ. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ტუსკის თქმით, ორივე პირი ამჟამად ბელარუსში იმყოფება.
მანამდე პოლონეთის შს მინისტრმა მარჩინ კერვინსკიმ განაცხადა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა პროფესიონალების დამზადებული იყო და მას „სერიოზული, კარგად დაგეგმილი ოპერაციის სახე ჰქონდა, რომელიც მსგავსი აქტების ჩატარების გამოცდილების მქონე ადამიანებმა მოაწყვეს“.
ცნობისთვის, 16 ნოემბერს დივერსანტებმა ვარშავა-ლუბლინის სარკინიგზო მონაკვეთზე ლიანდაგი დააზიანეს. დივერსიას სარკინიგზო კატასტროფა უნდა გამოეწვია. მატარებელი ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა.