პოლონეთმა ოფიციალურად მიმართა აშშ-ს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზბიგნევ ზიობროს დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნით
ორშაბათს პოლონეთმა ოფიციალურად მიმართა აშშ-ს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზბიგნევ ზიობროს დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
ოფიციალური ვარშავა პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) მიმალვაში მყოფ პოლიტიკოსს უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებას, პოლიტიკური მოკავშირეებისთვის სახელმწიფო სახსრების უკანონო გადარიცხვას და ოპონენტებზე თვალთვალს ედავება.
დონალდ ტუსკის მთავრობა აცხადებს, რომ პარტია „კანონსა და სამართლიანობას“ (PiS) პასუხს მოსთხოვს იმ კორუფციაზე, რომელსაც პარტია, მისი თქმით, 2015-2023 წლების მმართველობის პერიოდში ეწეოდა.
როგორც ეროვნული პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, დროებითი დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნა ამერიკულ მხარეს დიპლომატიური არხებით, უშუალოდ იუსტიციის მინისტრ ვალდემარ ჟურეკის მიერ გადასცეს.