Loading data...
პოლონეთის ვიცე-პრემიერი: რუსეთი კმაყოფილია პრეზიდენტ ნავროცკის პოზიციით, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ბლოკავს

პოლონეთის ვიცე-პრემიერის კშიშტოფ გავკოვსკის განცხადებით, პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის მიერ უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების შესახებ კანონზე ვეტოს დადებით, რუსეთი კმაყოფილია. 

„რუსეთი კმაყოფილია პრეზიდენტ ნავროცკის პოზიციით, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ბლოკავს! პოსტების ქვეშ ასობით რუსი ტროლი ტაშს უკრავს და ცდილობს პოლონეთი დაარწმუნოს, რომ არ დაეხმაროს უკრაინას, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის“, - აცხადებს პოლონეთის ვიცე-პრემიერი. 

მისივე თქმით, რუსეთი ბედნიერია, რომ „პოლონეთი ცვლის პოზიციას მეზობლის მიმართ, ხოლო პუტინმა ევროპაში ახალი მოკავშირე მიიღო“.

პოლონეთი არასდროს შეუერთდება ბოროტების ღერძს, რაც არ უნდა სურდეს ეს კაროლ ნავროცკის და მის სიძულვილით დაბრმავებულ გარემოცვას“, - ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა.