პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაიდუმლოების ბრძანება გასცა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ მან რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების გასაიდუმლოების ბრძანება გასცა. ამის შესახებ პოლონელმა მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან კონსულტაციის შემდეგ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის შენარჩუნებით და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის სულისკვეთებით გავეცი ბრძანება უკრაინისთვის 2022-2026 წლების პერიოდისთვის გაცემული ყველა შემოწირულობის გასაიდუმლოების შესახებ“, - დაწერა კოსინიაკ-კამიშმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობით დახმარება პარტია PiS-ის („კანონი და სამართლიანობა“) მთავრობამ დაიწყო, მინისტრ მარიუშ ბლაშჩაკის ხელმძღვანელობით და რომ პრეზიდენტი - ამჟამად კაროლ ნავროცკი, ხოლო ადრე ანჯეი დუდა - ინფორმირებულია ყველა შემოწირულობის შესახებ.
„ასევე, დავავალე სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურს, დაადგინოს, ვინ ცდილობდა სახელმწიფო საიდუმლოებების განზრახ გამჟღავნებას. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენს საზღვარზე, ომის პირობებში და პოლონეთის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება საფრთხეს უქმნის პოლონელების უსაფრთხოებას“, - აღნიშნა მან.
მინისტრის განცხადება ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ გაკეთდა, რომ მთავრობამ უკრაინას „პეტრიოტის“ სისტემისთვის რაკეტები საიდუმლოდ გადასცა.
Po konsultacji z premierem @donaldtusk zachowując odpowiedzialność wobec opinii publicznej, w zgodzie z przepisami prawa, zleciłem odtajnienie wszystkich donacji dla Ukrainy w latach 2022-2026.
— Władysław Kosiniak-Kamysz (@KosiniakKamysz) July 5, 2026
Proces donacji sprzętu rozpoczął rząd @pisorgpl z ministrem @mblaszczak na czele.…