Loading data...
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: პოლონური საზოგადოება დაღლილია, რაც გასაგებია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხალხი აქ ხედავს უკრაინელ მამაკაცებს, რომლებიც უახლესი მანქანებით დადიან, ან ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში რჩებიან

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად უკრაინაში პოლონური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა უარყო და აღნიშნა, რომ პოლონური საზოგადოება დაიღალა „ახალგაზრდა უკრაინელი მამაკაცებისგან, რომლებიც უახლესი მანქანებით დადიან, ან ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში რჩებიან“. ამის შესახებ Financial Times წერს.

„როდესაც [აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის] სამშვიდობო გეგმა გამოჩნდება, ჩვენ მას განვიხილავთ, მაგრამ საზღვრისპირა ქვეყნები არ არიან ისინი, ვინც უკრაინაში თავიანთი ჯარებით რაიმე სახით უნდა გამოჩნდნენ, რადგან, ვფიქრობ, რომ ნატოს შიგნით უნდა იყოს ტვირთის მეტად გადანაწილება და დივერსიფიკაცია“, - განაცხადა პოლონელმა მინისტრმა.

როგორც მედია წერს, ომის დაწყების შემდეგ პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, თუმცა ქვეყნებს შორის არსებობს გარკვეული უთანხმოება რიგ საკითხებში – უკრაინული იაფი სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი და მზარდი უკმაყოფილება უკრაინელი მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც თავიანთი ქვეყანა დატოვეს.

„რა თქმა უნდა, პოლონურ საზოგადოებაში არის დაღლილობა და ეს გასაგებია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხალხი აქ ხედავს ახალგაზრდა უკრაინელ მამაკაცებს, რომლებიც უახლესი მანქანებით დადიან, ან ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში რჩებიან”, - ხაზგასმით აღნიშნა კოსინიაკ-კამიშმა.