პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: აშშ-ის თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეთს პოლონეთში აშშ-ის ახალი, მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ ოფიციალური წინადადება წარვუდგინე
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ მან პენტაგონის ხელმძღვანელს გადასცა ოფიციალური წინადადება პოლონეთში ახალი, მუდმივი ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ჩართულობა პოლონეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში არ მცირდება; პირიქით, ის შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.
„აშშ-ის თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეთს პოლონეთში აშშ-ის ახალი, მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ ოფიციალური წინადადება წარვუდგინე. უსაფრთხო პოლონეთი ნიშნავს ძლიერ არმიას, ძლიერ საზოგადოებას და ასევე ძლიერ ალიანსებს“, - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.
Zaangażowanie USA w bezpieczeństwo Polski nie maleje – przeciwnie, może być jeszcze większe!
— Władysław Kosiniak-Kamysz (@KosiniakKamysz) June 3, 2026
Przekazałem sekretarzowi obrony USA @PeteHegseth oficjalną propozycję utworzenia nowej, stałej bazy wojsk amerykańskich w Polsce.
Bezpieczna Polska to silna armia, silne społeczeństwo a…