Loading data...
პოლონეთის საჰაერო ძალებმა მისი საზღვრის სიახლოვეს რუსული საბრძოლო თვითმფრინავის სადაზვერვო მისია ჩაშალეს

პოლონეთის ავიაგამანადგურებლებმა „მიგ-29“, რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი „ილ-20“ პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს აღმოაჩინეს და მას ამ ზონის დატოვება აიძულეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

პოლონეთის ოპერატიული მეთაურობის ინფორმაციით, პოლონურმა ავიაგამანადგურებლებმა თვითმფრინავი აღმოაჩინეს, მისი ვიზუალური იდენტიფიცირება მოახდინეს და შემდეგ ზონა დაატოვებინეს. რუსული თვითმფრინავი ბალტიის ზღვის თავზე დაფრინავდა და მას პოლონეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

პოლონური მხარის ცნობით, „ილ-20“ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში გადაადგილდებოდა, მას ტრანსპონდერი ჰქონდა გამორთული და სადაზვერვო მისიას ახორციელებდა.

ბოლო თვეებში პოლონეთის და ნატოს სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცე დაუდგენელმა დრონებმა რამდენჯერმე დაარღვიეს და ევროპის სხვადასხვა ქალაქის აეროპორტების მუშაობაში შეფერხებები გამოიწვიეს.

28 ოქტომბერს ესტონეთის ერთ-ერთი ბაზის სიახლოვეს ორი დრონი გამოჩნდა, რომელთაგან ერთი ჩამოგდებული იყო.