პოლონეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მის ქვეყანას ბირთვული იარაღი უნდა ჰქონდეს
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად მას ბირთვული იარაღი უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
საერთაშორისო სიტუაციის კომენტირებისას ნავროცკიმ განაცხადა - ის მომხრეა, რომ პოლონეთი ბირთვულ პროექტს შეუერთდეს.
„ეს არის გზა, რომელიც საერთაშორისო ნორმებს არ ეწინააღმდეგება. მას მხარს ვუჭერთ და ჩვენ ამ გზით უნდა წავიდეთ“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც უშუალოდ სამხედრო კონფლიქტის ზონას ესაზღვრება. კარგად ვიცით რუსეთის ფედერაციის აგრესიული დამოკიდებულების შესახებ პოლონეთის მიმართ“, - განაცხადა ნავროცკიმ. ის ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდება თუ არა პოლონეთი ბირთვულ პროექტს.
ნავროცკიმ არ დააკონკრეტა, იგულისხმება თუ არა „ბირთვული პროექტის“ უკან პოლონეთის მიერ საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნა, თუ მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ბირთვული შეიარაღების განთავსება იგულისხმება. მისი წინამორბედი, ანჟეი დუდა 2025 წლის მარტში აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპის პოლონეთში ბირთვული იარაღის განთავსებისგენ მოუწოდებდა, რათა ეს რუსეთის შესაძლო აგრესიის შემაკავებელი ფაქტორი გახდეს.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, ანალოგიური თხოვნით ანჟეი დუდამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსაც მიმართა.