Loading data...
პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს მობილური ტელეფონების გამოყენებას საბავშვო ბაღებსა და სკოლებში

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს მობილური ტელეფონების გამოყენებას სკოლამდელ დაწესებულებებსა და სკოლებში, მათ შორის შესვენებების დროს.

ახალი რეგულაციით,  როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებს სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე სმარტფონებისა და მსგავსი ფუნქციის მქონე მოწყობილობების გამოყენება აეკრძალებათ.

როგორც მედია წერს, აკრძალვა ძალაში 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა. შეზღუდვა ვრცელდება არა მხოლოდ გაკვეთილების მიმდინარეობისას, არამედ შესვენებებსა და კლასგარეშე აქტივობების დროსაც. იგივე აკრძალვა ეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსაც.

ცვლილების თანახმად, საჯარო და კერძო დაწყებითი სკოლების მოსწავლეებს აეკრძალებათ მობილური ტელეფონების ან სხვა მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც კომუნიკაციის, აუდიოს ან ვიდეოს ჩაწერის საშუალებას იძლევა. აკრძალვა გავრცელდება გაკვეთილების, შესვენებების და სკოლაში მიმდინარე სხვა აქტივობების დროს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.