პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობები ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ეს კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილებით არ არის გამოწვეული
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ზბიგნევ ბოგუცკის განცხადებით, უკრაინასა და პოლონეთს შორის ცუდ მდგომარეობაშია და ეს პოლონეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გამოწვეული არ არის. ამის შესახებ მან RMF FM-ის ეთერში განაცხადა.
„კონტაქტები და ურთიერთობები ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ არა პრეზიდენტ ნავროცკის რაიმე ქმედების გამო. არამედ იმიტომ, რომ უკრაინულმა მხარემ არსებითად გადაწყვიტა უგულებელყო მსხვერპლთა ხსოვნა და ვარშავაში მიღწეული შეთანხმებები“, - განაცხადა ზბიგნევ ბოგუცკიმ პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებზე საუბრისას.
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ პოლონეთის პოლიტიკური პოზიციის მიხედვით, სამხედრო ნაწილისთვის „უპა-ს გმირების“ სახელის მინიჭება მიუღებელია.
„ეს უბრალოდ ცუდი გადაწყვეტილება იყო. იმედი მაქვს, რომ ეს დაგეგმილი არ იყო“, - აცხადებს გობუცკი.
ინფორმაციისთვის, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის თაობაზე განკარგულება გასცა.
კაროლ ნავროცკის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის „УПА-ს გმირების“ (უკრაინის მეამბოხეთა არმია) სახელწოდების მინიჭებაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობის გამო მიიღო.
ნავროცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი არ დაუშვებს ევროკავშირში მათ შესვლას, ვისაც „ტოტალიტარიზმისა და ძალადობის კულტზე“ უარის თქმის საჭიროება არ ესმის.
როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლონური საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის „უკრაინის მეამბოხეების არმია“, პირველ რიგში, იმ დაჯგუფებად რჩება, რომელიც პოლონელი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზეა პასუხისმგებელი.
მისივე თქმით, პოლონეთის სახელმწიფოს პოზიცია ამ საკითხზე, უკვე მრავალი წელია, ცნობილია.
რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნავროცკის „თეთრი არწივის“ ორდენი ფოსტით გაუგზავნა.