1758045774
უცხოეთი
პოლონეთის პრეზიდენტი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ომისთვის მზად ვიყოთ

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ომისთვის მზად ვიყოთ“, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს პირდაპირ მოსკოვიდან ორგანიზებული თავდასხმა იყო. ეს ისეთი თავდასხმაა, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რაზეა წამსვლელი ვლადიმერ პუტინი“, - აცხადებს ნავროცკი 10 სექტემბრის ღამეს, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრასთან დაკავშირებით.
პოლონეთის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ „მსგავსი თავდასხმები ნატოს ტერიტორიაზე“ აღარ მოხდება.
„ნატო კიდევ უფრო უკეთ მომზადებული იქნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ომისთვის მზად ვიყოთ“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.