Loading data...
პოლონეთის პრემიერი: მსოფლიო ელოდება მკაფიო გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

ევროპელი ლიდერების, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის, უკრაინაში დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებების საპასუხოდ, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება 15 მაისს - თურქეთში.

ჩვენი მოწოდების საპასუხოდ, რუსებმა შესთავაზეს უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება 15 მაისს. თუმცა, მსოფლიო ელოდება მკაფიო გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინა მზადაა. მეტი მსხვერპლი აღარ იქნება!“ - წერს ტუსკი Twitter-ის გვერდზე.