Loading data...
პოლონელების თითქმის 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია

პოლონელების თითქმის 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, - IBRiS-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 59.7% მხარს არ უჭერს უკრაინის ევროინტეგრაციას.

გამოკითხულთა 32.3% აცხადებს, რომ „კატეგორიულად წინააღმდეგია“, ხოლო 27.4% - „უფრო წინააღმდეგია“.

ამავდროულად, რესპონდენტთა 35.4% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ შორის 8.4% აცხადებს „კატეგორიულად დიახ“, ხოლო 26.9% - „უფრო დიახ“.
5%-ს საკუთარი პოზიცია არ გააჩნია.

უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერა შედარებით მაღალია პოლონეთის მმართველი კოალიციის პარტიების მხარდამჭერებს შორის: „სამოქალაქო პლატფორმის“, „მემარცხენეების“, „პოლონეთის სახალხო პარტიისა“ და „პოლონეთი 2050-ის“ მომხრეების 64% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 32% წინააღმდეგია.

საპირისპირო სურათია ოპოზიციურ ამომრჩეველში: „კანონი და სამართლიანობის“, „თავისუფლება და დამოუკიდებლობის“, „პოლონეთის გვირგვინის კონფედერაციისა“ და პარტია „ერთად“ მხარდამჭერებს შორის უკრაინის გაწევრიანებას მხოლოდ 24% უჭერს მხარს, 73% კი წინააღმდეგია.

ეროვნული მასშტაბის კვლევა IBRiS-მა, სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით, 2026 წლის 12-13 ივნისს ჩაატარა.