Politico: ტრამპმა პირველად უწოდა რუსეთს აგრესორი უკრაინის წინააღმდეგ ომში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად პირდაპირ უწოდა რუსეთს აგრესორი უკრაინის წინააღმდეგ ომში და აღიარა მისი დიდი დანაკარგები. ამის შესახებ Politico წერს.
14 სექტემბერს ამერიკელმა ლიდერმა პირველად აღიარა რუსეთი აგრესორად უკრაინის წინააღმდეგ ომში.
„ამ კვირაში ორივე ქვეყნიდან 8000 ჯარისკაცი დაიღუპა. ცოტა მეტი რუსეთიდან, მაგრამ როდესაც აგრესორი ხარ, მეტს კარგავ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ორივე მხარის დანაკარგებზე კომენტარის გაკეთებისას.
როგორც მედია იხსენებს, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი უარს ამბობდა მოსკოვის ქმედებების პირდაპირ დაგმობაზე. თებერვალში მისმა ადმინისტრაციამ რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად გაეროს რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერდა მხარს. აშშ ასევე გამოვიდა G7-ის განცხადების წინააღმდეგ, რომელშიც რუსეთი აგრესორად იყო მოხსენიებული.
აპრილში ტრამპმა ომში უკრაინა დაადანაშაულა და თქვა, რომ „არ შეიძლება ომი დაიწყო ვინმეს წინააღმდეგ, ვინც შენზე 20-ჯერ დიდია და ელოდო, რომ მხოლოდ რამდენიმე რაკეტას მოგცემენ“.
2025 წლის ზაფხულში ტრამპის პოზიცია კრემლთან დაკავშირებით შესამჩნევად შეიცვალა. აშშ-ის ადმინისტრაციამ გააძლიერა ზეწოლა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინზე, რომელმაც დაბლოკა ტრამპის მცდელობა, გამართოს პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ახალი განცხადებები ვაშინგტონის მხრიდან მოსკოვის მიმართ უფრო მკაცრ კურსზე მიუთითებს.