Politico: ტრამპის გუნდზე ზეწოლა განხორციელდება - ევროკავშირიც მიიღებს მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში
ევროკავშირი, ასევე, მიიღებს მონაწილეობას ჟენევაში აშშ-ის სამშვიდობო გეგმის შესახებ მოლაპარაკებებში. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მარჯვენა ხელი, ბიორნ ზაიბერტი, ევროკავშირის პოზიციას გამოკვეთს, - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine Politico-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემის წყარო იტყობინება, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის მოლაპარაკებებში, რომელიც დღეს დაიწყება.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება ბრიუსელისა და ლონდონისთვის, რომლებიც აქამდე გამორიცხულნი იყვნენ პროცესიდან.
მოლაპარაკებებში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთისა და გერმანიის უსაფრთხოების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
„პოლიტიკომ“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინის მოკავშირეები ცდილობენ ტრამპის წინადადების გადაწერას, რაც, მათი აზრით, რუსეთისთვის სასარგებლო იქნება“.
სხვა საკითხებთან ერთად, ევროპელებისგან მოსალოდნელია ზეწოლა ტრამპის გუნდზე, რათა მან შეარბილოს მათი წინადადება დონბასის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. სამაგიეროდ, მათ სურთ, რომ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაფუძნებული იყოს კონფლიქტის გაყინვის პრინციპზე, მაგრამ მხოლოდ მოლაპარაკებების დასაწყებად და არა საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.