Politico: პუტინმა შესთავაზა ტრამპს, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციას არ მიწვდის, თუ აშშ ამ ინფორმაციას უკრაინას არ მიაწვდის
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვაშინგტონს გარიგება შესთავაზეს, რომლის მიხედვით მოსკოვი შეწყვეტს ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას, ანუ არ აცნობებს ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ობიექტების კოორდინატებს, თუ აშშ უკრაინას რუსეთის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციას აღარ მიაწვდის. ამის შესახებ გამოცემა Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა ასეთივე წინადადება აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელს, სტივენ უიტკოფს და ტრამპის მრჩეველს ჯარედ ჯუშნერს გადასცა, როდესაც მათ მაიამიში ბოლო შეხვედრა ჰქონდათ.
Politico იუწყება, რომ შეერთებულმა შტატებმა ამ წინადადებაზე რუსეთმა უარით უპასუხა.
გამოცემა ასევე წერს, რომ ამ წინადადებამ ევროპელი მოკავშირეების აღშფოთება გამოიწვია, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მოსკოვი ევროპასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაფუჭებას ცდილობს.
თეთრმა სახლმა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარი თქვა. კირილ დმიტრიევმა კი მას ფეიკი უწოდა.