1755934663
უცხოეთი
Politico: ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის სანქცირებაზე უთანხმოების გამო გადადგა

ნიდერლანდების დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა თანამდებობა დატოვა.
როგორც მედია წერს, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც პარასკევს ქვეყნის პარლამენტმა ქალაქ ღაზაზე ახალი შეტევის გამო ისრაელის წინააღმდეგ მის მიერ მოთხოვნილ მკაცრ სანქციებს მხარი არ დაუჭირა.
ველდკამპის გადაწყვეტილების შემდეგ ნიდერლანდების დროებითი მთავრობა მისი პარტიის „ახალი სოციალური კონტრაქტის“ წევრებმაც დატოვეს.