POLITICO: მომავალ წელს ევროკომისია ფინანსურ დახმარებას გაუწევს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შედეგად თანამდევი ეკონომიკური ზარალი განიცადეს
მომავალ წელს ევროკომისია ფინანსურ დახმარებას გაუწევს ბალტიისპირეთის ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შედეგად თანამდევი ეკონომიკური ზარალი განიცადეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„რეგიონი განსაკუთრებით მძიმე დარტყმას განიცდის ტურიზმისა და ინვესტიციების შემცირების, ასევე საზღვრისპირა ვაჭრობის კოლაფსის გამო“, - წერს გამოცემა POLITICO.
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი, რაფაელე ფიტო ხელმძღვანელობს გეგმას, რომლის მიზანია ფინეთისა და მისი ბალტიისპირელი მეზობლების ეკონომიკის გააქტიურება.
აღნიშნული ქვეყნები ასევე სურვილების გრძელი სიით მიემართებიან ბრიუსელში, იმ იმედით, რომ ფიტოს გეგმა მათ ეკონომიკას კვლავ გააცოცხლებს.
მათი საკითხი ცენტრალურ ადგილს დაიკავებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერების სამიტზე, რომელიც ჰელსინკიში 16 დეკემბერს გაიმართება.
ევროკომისიის უახლესი პროგნოზის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ესტონეთის ეკონომიკა 2025 წელს მხოლოდ 0.6 პროცენტით გაიზრდება - რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს - იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკური აქტივობა 2026 და 2027 წლებში სავარაუდოდ გაუმჯობესდება.