Loading data...
Politico: იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება შეაჩერა

იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება შეაჩერა, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

მელონიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისმა მთავრობამ, არსებული ვითარების გათვალისწინებით, გადაწყვიტა ისრაელთან თავდაცვის ხელშეკრულების ავტომატური განახლების შეჩერება, რომელიც 2003 წლიდან მოქმედებს და რომლის განახლებაც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება.

როგორც მედია წერს, შეთანხმება სამხედრო მასალის გაცვლასა და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას მოიცავს.