Politico: ბრიუსელმა კიევს ევროკავშირში გაწევრიანების ახალი პირობა წაუყენა
„კიევმა კორუმპირებული პოლიტიკოსები და ბიზნესმენები პასუხისგებაში უნდა მისცეს, თუ მას ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, - ამის შესახებ „პოლიტიკოს“ იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა მაიკლ მაკგრატმა განუცხადა.
ევროკომისრის თქმით, ევროპის მთავრობები არ დაუჭერენ მხარს უკრაინის ბლოკში გაწევრიანებას, თუ ის ვერ დაამტკიცებს, რომ მას აქვს ეფექტური სისტემა დანაშაულის აღმოსაფხვრელად.
ევროკომისარი მაკგრატი იმედოვნებს, რომ კიევი მაქსიმალურ ძალისხმევას გამოიჩენს კორუფციასთან საბრძოლველად.
მაკგრატმა ასევე დასძინა, რომ ის რეგულარულ კონტაქტზეა ხელისუფლებასთან მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით.
ევროკომისარი აცხადებს, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანას უნდა ჰქონდეს კორუფციული საქმეების გამოძიების ძლიერი სისტემა.
„აუცილებელია გამოძიებისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გასამართლებისთვის საიმედო სისტემის ქონა, ასევე ამ სფეროში ეფექტიანობის დემონსტრირება — სწორედ ამას ვიღებთ მოთხოვნად ყველა ჩვენი წევრი სახელმწიფოსგან და რა თქმა უნდა, მათგან, ვისაც სურს ევროპის კავშირში გაწევრიანება“, - აცხადებს მაკგრატი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის მთავრობაში კორუფციული საქმეების გამოძიება ქვეყნისთვის უკიდურესად მგრძნობიარე დროს მიმდინარეობს.
„თუ ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, არ დაიცავს კანონის უზენაესობის სტანდარტებს, მაშინ ის ვერ მიიღებს მხარდაჭერას ბლოკის წევრი სახელმწიფოებისგან“, - აცხადებს ევროკომისარი.