POLITICO: ბელგიაში საყოველთაო გაფიცვის გამო 23 ნოემბერს ბრიუსელისა და შარლერუას საერთაშორისო აეროპორტებში ავიარეისების უმეტესობა გაუქმდება
23 ნოემბერს, ბელგიის საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობა სრულად პარალიზდება გაერთიანებული პროფკავშირების მიერ ეკონომიური ზომების წინააღმდეგ გამოცხადებული საპროტესტო აქციის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადების გამო. წერს „პოლიტიკო“.
ბელგიის საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის განცხადებით, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდე მომსახურების უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება. შედეგად, ქვეყნის მთავარ აეროპორტებში კომერციული ფრენები დღის უმეტეს ნაწილში შეჩერდება.
შარლერუას აეროპორტის ხელმძღვანელობამ საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახური დაგვიანებული შეტყობინების გამო გააკრიტიკა.
აეროპორტის ადმინისტრაციის შეფასებით, საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლებმა ავიაკომპანიების, მგზავრებისა და თანამშრომლების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გამოავლინეს.
გავრცელებული ცნობით, შეზღუდვები ათასობით მგზავრსა და შარლერუას აეროპორტში დასაქმებულ დაახლოებით 3 400 ადამიანს შეეხება.
აეროპორტების ადმინისტრაციები მგზავრებს მოუწოდებენ, გამგზავრებამდე საკუთარი რეისის სტატუსი ავიაკომპანიასთან გადაამოწმონ.