Politico: აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, მაიამიში ამ შაბათ-კვირას გაიმართება
ამ შაბათ-კვირას, ამერიკელი და რუსი ოფიციალური პირები მაიამიში შეხვდებიან კიევსა და მოსკოვს შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების გასამართად. იტყობინება Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეხვედრაზე აშშ-ის ადმინისტრაცია რუს ოფიციალურ პირებს წარუდგენს ბერლინში სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგებს და შეეცდება დაარწმუნოს რუსეთის მთავრობა, დათანხმდეს ომის დასრულების განახლებულ წინადადებას.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთის დელეგაციაში, სავარაუდოდ, რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი იქნება. ამერიკულ მხარეს ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.
ასევე, მოსალოდნელია, რომ ამ კვირის ბოლოს მაიამიში ჩავა უკრაინის დელეგაცია ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით, ვიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებებისთვის.
წყაროების ცნობით, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის სამმხრივი შეხვედრის გეგმები ამჟამად არ არსებობს.
„აშშ-მა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავს უკრაინის მხარდამჭერი სამხედრო ოფიციალური პირების ჯგუფის შეკრებას უსაფრთხოებისა და ტერიტორიის ტექნიკური დეტალების შესამუშავებლად, ხოლო მაიამიში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ცალკე გაიმართება“,- იტყობინება Politico.