Loading data...
პოდოლიაკი: პუტინი არ აპირებს ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტასთან დაკავშირებით კრემლის ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი არ აპირებს ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდეს. 

„პუტინი არ აპირებს ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდეს. მისი პასუხი ორაზროვანია. ერთის მხრივ, ის ამბობს: „რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია“, მაგრამ, მეორე მხრივ, მას ომის გაგრძელება სურს“, - აცხადებს პოდოლიაკი. 

მისივე თქმით, უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრამ შეერთებული შტატების დელეგაციასთან საუდის არაბეთში ძალიან კარგად ჩაიარა.

„გასაგებია, ვის უნდა ომის გაგრძელება. 2014 წლიდან ჩვენი გამოცდილება გვეუბნება, რომ მოსკოვი არღვევს ყველა შეთანხმებას. სამიტმა ის დააყენა ისეთ მდგომარეობაში, რომ მას მოუწევს სიტუაციის გარკვევა. ჩვენ ამას ვნახავთ“, - აცხადებს პოდოლიაკი.