1756375968
უცხოეთი
პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთში შესვლა იმ უკრაინელ სამხედრო მეთაურს აუკრძალეს, რომელმაც მილსადენ „დრუჟბაზე“ ბოლო თავდასხმა განახორციელა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთში შესვლა აუკრძალეს იმ უკრაინული სამხედრო დანაყოფის მეთაურს, რომელმაც მილსადენ „დრუჟბაზე“ ბოლო თავდასხმა განახორციელა. აღნიშნულის შესახებ სიიარტო Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში იტყობინება.
სიიარტოს თქმით, ბოლო პერიოდში უკრაინამ რამდენიმე თავდასხმა განახორციელა მილსადენ „დრუჟბაზე“, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგებისთვის.
„დრუჟბას მილსადენის გარეშე უნგრეთის ნედლი ნავთობით მომარაგება შეუძლებელია. უკრაინამ ეს კარგად იცის. უკრაინამ იცის, რომ დრუჟბას მილსადენს დიდი მნიშვნელობა აქვს უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის“, - აცხადებს სიიარტო.