პიტერ სიიარტო: უნგრეთი შეერთებულ შტატებთან ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას გააფორმებს
უნგრეთი ხელს მოაწერს შეერთებულ შტატებთან ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება მოიცავს ამერიკული ბირთვული საწვავისა და აშშ-ის ტექნოლოგიის შეძენას რუსეთის მიერ აშენებულ ბირთვულ ელექტროსადგურზე გამოყენებული საწვავის შესანახად.
„ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრ კოლეგასთან, მარკო რუბიოსთან ერთად ხელს მოვაწერთ მნიშვნელოვან სამთავრობათშორისო შეთანხმებას ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი შეიძენს ამერიკულ ბირთვულ საწვავს რუსეთის მიერ აშენებული ბირთვული ელექტროსადგურისთვის მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
„არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობების შენარჩუნების გარდა, უნგრეთის ისტორიაში პირველად შევიძენთ ამერიკულ ბირთვულ საწვავს“, - აღნიშნა სიიარტომ.
სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი, ასევე, შეიძენს ამერიკულ ტექნოლოგიას.