პიტერ სიიარტო: უკრაინა პოლიტიკურად გვაშანტაჟებს ჩვენ და სლოვაკებს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უკრაინა პოლიტიკურად აშანტაჟებს უნგრეთსა და სლოვაკეთს.
„უკრაინა პოლიტიკურად გვაშანტაჟებს ჩვენ და სლოვაკებს. არ არსებობს არანაირი ტექნიკური, საინჟინრო ან ფიზიკური მიზეზი იმისა, რომ ნავთობის ტრანსპორტირება „დრუჟბას“ მილსადენით არ განახლდეს. ამას მხოლოდ პოლიტიკური მიზეზი აქვს. უკრაინელებს სურთ, რომ არჩევნებზე 1 000 ფორინტი ბენზინის ფასით მივიდეთ და ამით პარტია „ტისას“ დავეხმაროთ, თუმცა სულელები არ ვართ!“ - წერს ის.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა „თავს დაიცავს“.
მან განაცხადა, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის ნავთობისა და საწვავის მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება.
„თუ უკრაინელები ჩვენს საქმეებში ჩარევას გააგრძელებენ, ჩვენ მზად ვართ, ერთობლივი საპასუხო ზომები მივიღოთ“, - დასძინა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პიტერ სიიარტო - უკრაინა პოლიტიკურად გვაშანტაჟებს ჩვენ და სლოვაკებს