Loading data...
პიტერ სიიარტო: უკრაინა იბრძვის საკუთარი თავისთვის და არა ჩვენთვის, ამიტომ მათ წინაშე ვალში არ ვართ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, უკრაინა იბრძვის საკუთარი თავისთვის და არა ევროპისთვის.

როგორც სიიარტო წერს, რუსეთი თავს უკრაინას და არა ევროკავშირს დაესხა.

„ევროპელი ლიდერები ისე საუბრობენ, თითქოს ომი უკრაინაში ჩვენი ომია. ეს ასე არ არის. რუსეთი ევროკავშირის წევრ ქვეყანას თავს არ დასხმია. ეს არის ომი რუსეთსა და უკრაინას შორის. უკრაინა საკუთარი თავისთვის იბრძვის და არა ჩვენთვის, შესაბამისად, ჩვენ მათ წინაშე ვალში არ ვართ“, - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.