1758907739
უცხოეთი
პიტერ სიიარტო: პრეზიდენტი ზელენსკი ანტიუნგრული აკვიატების გამო, ჭკუიდან გადადის

„პრეზიდენტი ზელენსკი ანტიუნგრული აკვიატების გამო, ჭკუიდან გადადის“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „უკრაინელმა სამხედროებმა ჩვენს საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს სადაზვერვო დრონების შემოჭრა და ეს, სავარაუდოდ, უნგრული დრონებია“.
„პრეზიდენტი ზელენსკი ანტიუნგრული აკვიატების გამო, ჭკუიდან გადადის. ახლა ის ისეთ რაღაცებს ხედავს, რაც არ არსებობს“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
President @ZelenskyyUa is losing his mind to his anti-Hungarian obsession. He’s now starting to see things that aren’t there. https://t.co/r5BYDsDkiU
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) September 26, 2025