Loading data...
პიტერ სიიარტო: ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას სანქციები რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობსა და გაზზე

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთის ნავთობზე დაწესებული სანქციები მოხსნას. 

მისი თქმით, ევროპა სანქციებს თუ არ მოხსნის, მაშინ ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს ევროპასა და ევროპელ ხალხს.

ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოხსნას აკრძალვა რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე. ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციისა და ჰორმუზის სრუტის დახურვის შემდეგ მსოფლიოში ენერგომომარაგება საფრთხის ქვეშაა.

ევროპა განსაკუთრებით დაუცველია, რადგან ევროკავშირმა უკვე აკრძალა რუსული ენერგორესურსების იმპორტი. ახლა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გლობალურ მიწოდებასაც ამცირებს. მიწოდება როდესაც მცირდება, ფასები იზრდება. შესაბამისად, ევროპა ფასების მკვეთრი ზრდის რისკის წინაშე დგას. ფოკუსი უნდა იყოს არა იდეოლოგიის, არამედ ევროპელების ინტერესების დაცვა“, - წერს სიარტო.