პიტერ სიიარტო: დილა მშვიდობისა, ურსულა ფონ დერ ლაიენ, თითქმის 50 დღის შემდეგ, ევროკომისიამ შენიშნა, რომ ორი წევრი სახელმწიფო უკრაინის მიერ ნავთობის ბლოკადის ქვეშ იმყოფება
დილა მშვიდობისა, ურსულა ფონ დერ ლაიენ. თითქმის 50 დღის შემდეგ, ევროკომისიამ შენიშნა, რომ ორი წევრი სახელმწიფო უკრაინის მიერ ნავთობის ბლოკადის ქვეშ იმყოფება და ახლა ვითარების მოგვარებას გვპირდება - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა.
სიიარტოს თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „პოლიტიკური თეატრის“ დასრულებისა და უნგრეთის წინააღმდეგ ნავთობის ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდებს.
„ნუ მოტყუვდებით. ეს პოლიტიკური თამაშია. ყოველი ნაბიჯი კიევსა და ბრიუსელს შორის კოორდინირებული იყო. მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი წყვეტს პრობლემას, რომლის შესახებაც მანამდე არაფერი იცოდა. მოვუწოდებთ ზელენსკის და ფონ დერ ლაიენს, შეწყვიტონ ეს პოლიტიკური თეატრი. უნგრეთის წინააღმდეგ ნავთობის ბლოკადა დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას“ - წერს სიიარტო.
Good morning, Ursula von der Leyen! After nearly 50 days, the @EU_Commission has noticed that two member states are under an oil blockade by Ukraine, now promising to resolve the situation.
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) March 17, 2026
Don’t be fooled. This is a political game. Every step was coordinated between Kyiv and… https://t.co/lLtMGKozEc