Loading data...
პიტერ სიიარტო: ჩვენი ამოცანაა, ყოველდღიურად გავუძლოთ ბრიუსელის ზეწოლას, ვიდრე ურსულა ფონ დერ ლაიენია ბრიუსელის უფროსი, ყოველდღე მოგვიწევს ბრძოლა

ჩვენი ამოცანა იქნება, ყოველდღიურად გავუძლოთ ბრიუსელის ზეწოლას. ვიდრე ურსულა ფონ დერ ლაიენი „ბრიუსელის უფროსია“, ყოველდღე მოგვიწევს ბრძოლა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 15-16 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა ამდენი კრიზისი, თუმცა უნგრელები გამოწვევებს ყოველთვის სწორ პასუხს სცემდნენ.

„ჩვენ, უნგრელები, ყოველთვის სწორ პასუხს ვცემდით გამოწვევებს. ჩვენი წარმატებების შენარჩუნება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, თუ მტკიცედ ვიტყვით უარს ბრიუსელის ზეწოლაზე. ჩვენ არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას, რათა უნგრეთი ომში არ ჩაითრიონ, რათა უნგრეთი მიგრანტებით არ იყოს გადატვირთული.

ჩვენი ამოცანა იქნება, ყოველდღიურად გავუძლოთ ბრიუსელის ზეწოლას. ვიდრე ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრიუსელის უფროსია, ყოველდღე მოგვიწევს ბრძოლა“, - განაცხადა სიიარტომ.