1768854022
უცხოეთი
პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ გრენლანდიის საკითხი ევროკავშირის საქმე არ არის
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, გრენლანდიის საკითხი ევროკავშირის საქმე არ არის. .
როგორც სიიარტომ აღნიშნა, გრენლანდიის საკითხის გადაწყვეტა ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი.
„ჩვენ ამას ორმხრივ საკითხად მივიჩნევთ, რომლის გადაწყვეტაც შესაძლებელია ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების გზით. მე ამას ევროკავშირის საკითხად არ მივიჩნევ. გუშინ მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირის ერთობლივი განცხადება საჭიროდ არ მიგვაჩნია“, - განაცხადა სიიარტომ.
ინფორმაციისთვის, 19 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპამ ყურადღების კონცენტრირება რუსეთ-უკრაინის ომზე უნდა მოახდინოს და არა გრენლანდიაზე.