Loading data...
პიტერ სიარტო: შეუძლებელია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე ადრე

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე ადრე შეუძლებელია, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა.

„შეუძლებელია, რომ უკრაინა ევროკავშირს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე ადრე შეუერთდეს, რადგან ეს მთლიანად ეწინააღმდეგება ინტეგრაციის პროცესის დამსახურებაზე დაფუძნებულ პრინციპს. უკრაინა თითქმის არ აკმაყოფილებს გაწევრიანების კრიტერიუმებს უკეთესად, ვიდრე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები“, - აღნიშნა უნგრელმა დიპლომატმა. 

როგორც სიარტო აღნიშნავს, თუ პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული, ეს უნდა ეხებოდეს ყველა კანდიდატ ქვეყანას თანაბრად და თუ კონფლიქტურ მდგომარეობაში ყოფნა დამსახურებად ითვლება, მაშინ ევროკავშირმა ეს ღიად უნდა თქვას.

პიტერ სიარტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიღებით, ევროკავშირი არა მხოლოდ გაზრდის წევრ ქვეყნებს, არამედ საზოგადოებაც მნიშვნელოვნად გაძლიერდება.

„დროა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები შემოუერთდნენ და ამ გზით ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ევროკავშირი“, - დასძინა მან და აღნიშნა, რომ ეს ამჟამად ძალიან საჭიროა.