პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ აშშ და ვენესუელა სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ აშშ და ვენესუელა სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ჰეგსეთმა ვენესუელაში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ქვეყნის დროებით პრეზიდენტს დელსი როდრიგესს შეხვდა, იუწყება Reuters.
პრეზიდენტის სასახლეში როდრიგესთან საუბრისას ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ქვეყნებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შეიარაღებული ძალებისა და სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ.
„მოუთმენლად ველით თავდაცვის სფეროში ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავებას იმგვარად, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და ომის დეპარტამენტის გამოცდილება თქვენი არმიის დიდ შესაძლებლობებთან ერთად გამოიყენებოდეს“, — აღნიშნა მან.
როდრიგესმა განაცხადა, რომ მიესალმება იმას, რასაც იგი „საერთო საფრთხეებთან“ გასამკლავებლად სამხედრო თანამშრომლობის განახლებად მიიჩნევს.
„განახლებული შესაძლებლობა, გავაძლიეროთ ჩვენი ბოლივარული ეროვნული შეიარაღებული ძალების წვრთნა, გავაუმჯობესოთ მისი ოპერატიული აღჭურვილობა და ხელი შევუწყოთ ახალ ტექნოლოგიებზე წვდომას, უაღრესად სასარგებლოა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის“, — განაცხადა როდრიგესმა, თუმცა არ დააკონკრეტა, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს ეს თანამშრომლობა.