1772633610
უცხოეთი
პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა საერთაშორისო წყლებში ირანული სამხედრო გემი ჩაძირა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა საერთაშორისო წყლებში ირანული სამხედრო გემი ჩაძირა.
ჰეგსეთის თქმით, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მტრის გემის ტორპედოთი ჩაძირვის პირველი შემთხვევაა.
„ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა ირანული სამხედრო ხომალდი, რომელსაც ეგონა, რომ საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ იყო. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მტრის გემის ტორპედოთი ჩაძირვის პირველი შემთხვევაა“, - განაცხადა ჰეგსეთმა პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე.