პიტ ჰეგსეთი: ვიპოვით და გავანადგურებთ ყველა გემს, რომელსაც ამერიკაში ნარკოტიკების გადაზიდვის განზრახვა აქვს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის საერთაშორისო წყლებში, ნარკოტიკების გადამზიდავ გემზე თავდასხმისას აშშ-ის სამხედროებმა ორი მამაკაცი მოკლეს.
„დღეს, პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, ომის დეპარტამენტმა სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა განახორციელა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ მართულ გემზე.
დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი ნარკოტიკების უკანონო კონტრაბანდაში იყო ჩართული, ნარკოტიკებით ვაჭრობის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტიკები გადაჰქონდა. დარტყმა განხორციელდა აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის საერთაშორისო წყლებში. დარტყმის შედეგად აშშ-ის არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა.
დაიღუპა ორი მამაკაცი, ნარკოტერორისტი, რომლებიც გემზე იმყოფებოდნენ. ჩვენ ვიპოვით და გავანადგურებთ ყველა გემს, რომელსაც აქვს ამერიკაში ნარკოტიკების გადაზიდვის განზრახვა ჩვენი მოქალაქეების მოსაწამლად. სამშობლოს დაცვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. კარტელის არცერთ ტერორისტს არ აქვს შანსი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ“, - წერს ჰეგსეთი.
Today, at the direction of President Trump, the Department of War carried out a lethal kinetic strike on a vessel operated by a Designated Terrorist Organization (DTO).
— Secretary of War Pete Hegseth (@SecWar) November 5, 2025
Intelligence confirmed that the vessel was involved in illicit narcotics smuggling, transiting along a known… pic.twitter.com/OsQuHrYLMp