Loading data...
პიტ ჰეგსეთი სამხედრო მაღალჩინოსნების შემცირებას გეგმავს

პენტაგონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეფორმების ფონზე, გენერლებს ამცირებს და საბრძოლო სარდლობების გაერთიანებას გეგმავს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ოთხვარსკვლავიანი ოფიცრების რაოდენობის 20%-ით შემცირების ბრძანება გასცა.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  მინიმუმ 20%-ით შემცირდება გენერლების რაოდენობა ეროვნულ გვარდიაში და დამატებით 10%-ით შემცირდება გენერლების და ადმირალების რაოდენობა მთელ არმიაში.

„გენერლებისა და ადმირალების რაოდენობის ზრდა წარმატების გარანტიას არ იძლევა“, - ხაზგასმით აღნიშნა ჰეგსეთმა.

პენტაგონის თქმით, შემცირების გადაწყვეტილება ფრთხილად განხორციელდება.

მისი განმარტებით, შემოთავაზებული ცვლილებები მაღალი რანგის ოფიცრების დასასჯელად განკუთვნილი ნაბიჯი არ არის და ეს არის განხილვის პროცესის შედეგი, რომელიც განხორციელდა გაერთიანებული შტაბების უფროსებთან კოორდინაციით და მიზნად ისახავს სამხედროების მზადყოფნისა და ეფექტურობის მაქსიმიზაციას პოტენციური კონფლიქტისთვის.

შემოთავაზებულმა ცვლილებებმა კონგრესში კრიტიკა უკვე გამოიწვია. სენატორმა ჯეკ რიდმა, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის უფროსმა დემოკრატმა, ეჭვქვეშ დააყენა აღნიშნული ინიციატივა. 

„მკაცრი გადაწყვეტილებები ფაქტებსა და ყოვლისმომცველ ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს და არა თვითნებურ პროცენტულ შემცირებას“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ გამოცდილი სამხედრო ლიდერების თანამდებობიდან გათავისუფლებამ, შესაძლოა, არმიას ზიანი მიაყენოს მისი ეფექტურობის გაუმჯობესების ნაცვლად.