პიტ ჰეგსეთი: კვლავ გვიწევს იმ გარემოებასთან გამკლავება, რომელიც ჯო ბაიდენმა შექმნა - ეს გულისხმობდა მარაგების გამოლევას და მათ გაგზავნას არა ჩვენი, საკუთარი ჯარისთვის, არამედ უკრაინისთვის
„ქვეყნის სამხედრო მარაგებთან დაკავშირებული არსებული პრობლემები წინა ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია, რაც განსაკუთრებით უკრაინისთვის იარაღის გადაცემას ეხება“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი წილი გადამისამართდა, რამაც აშშ-ის შეიარაღებული ძალების მოთხოვნები დააზარალა.
„ჩვენ კვლავ გვიწევს იმ გარემოებასთან გამკლავება, რომელიც ჯო ბაიდენმა შექმნა; ეს გულისხმობდა ამ მარაგების გამოლევას და მათ გაგზავნას არა ჩვენი საკუთარი ჯარისთვის, არამედ უკრაინისთვის“, - განაცხადა ჰეგსეთმა.
მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამჟამად სამხედრო რესურსების გამოყენებისადმი მიდგომებს გადახედავს.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე ეს საბრძოლო მასალები უკეთესია ჩვენივე ინტერესებისთვის იქნეს გამოყენებული“, - დასძინა პენტაგონის ხელმძღვანელმა.