Loading data...
პიტ ჰეგსეთი: ირანს აქვს შანსი, დადოს კარგი და გონივრული გარიგება

აშშ-მა ირანში გადამწყვეტ სამხედრო შედეგს სულ რაღაც რამდენიმე კვირაში მიაღწია, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა

„საბოლოო ჯამში, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.

როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, ირანს აქვს შანსი, „კარგი, გონივრული გარიგება დადოს“.

ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ ირანის პორტებზე დაწესებული ბლოკადა „დღითი დღე უფრო და უფრო ძლიერდება“.

მისი თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალები ბლოკადას „ყოყმანისა და ბოდიშის მოხდის გარეშე“ ახორციელებენ.