Loading data...
პიტ ჰეგსეთი: ევროპის იმედი არ გვაქვს, მაგრამ მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე მეტად სჭირდებათ

ჩვენ ევროპის იმედი არ გვაქვს, მათ უნდა დაასრულონ ჰორმუზის შესახებ პომპეზური კონფერენციები და ნავში ჩასხდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა.

„ევროპამ და აზიამ ათწლეულების განმავლობაში ისარგებლეს ჩვენი დაცვით, მაგრამ უფასოდ მგზავრობის დრო დასრულდა. ამერიკა და თავისუფალი მსოფლიო იმსახურებენ მოკავშირეებს, რომლებიც ქმედობაუნარიანი, ერთგული არიან და ესმით, მოკავშირეობა ცალმხრივი ქუჩა არ არის, ეს ორმხრივი ქუჩაა.

ჩვენ ევროპის იმედი არ გვაქვს, მაგრამ მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე ბევრად მეტად სჭირდებათ და, შესაძლოა, აჯობებს, ნაკლები ილაპარაკონ, ნაკლები პომპეზური კონფერენციები ჩაატარონ და ჩასხდნენ ნავში. ეს მათი ბრძოლა უფროა, ვიდრე ჩვენი“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.