Loading data...
პიტ ჰეგსეთი: ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ, იმდენ დროს გამოვიყენებთ, რამდენიც საჭირო იქნება - ამერიკა ირანში იმარჯვებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, ირანთან მიმართებით საუბრისას, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკა ირანში იმარჯვებს.

ჰეგსეთის თქმით, ირანის საჰაერო სივრცეზე სრული კონტროლი რამდენიმე დღეში დამყარდება.

„ჯერ მხოლოდ მეოთხე დღეა. ჩვენ ახლა დავიწყეთ მათი შესაძლებლობების ჩამოშლა და განადგურება. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ საჭირო დროს დავუთმობთ იმას, რომ წარმატებას მივაღწიოთ. ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, მსოფლიოში ორ ყველაზე ძლიერ საჰაერო ძალას ირანის ცაზე სრული კონტროლი ექნება“, - აღნიშნავს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.